logo
ENG



სახალხო დამცველის აპარატი საკარანტინო სივრცეების მონიტორინგის ინიციატივით გამოდის

07 აპრ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის აპარატი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკარანტინო სივრცეების მონიტორინგის ინიციატივით გამოდის, რათა გაირკვეს რამდენად არის დაცული სპეციალურ ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები.

მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება. თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო მიაწოდოთ სახალხო დამცველს ინფორმაცია, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აპარატის ოფიციალურ წარმომადგენლობას.

„სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი იწყებს საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს. დღესდღეობით საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 5000-ზე მეტი ადამიანი და ასობით ადამიანმა დატოვა უკვე სივრცე. საკარანტინო სივრცე ეს არის ადგილი, სადაც სახელმწიფოს მოქალაქეები გადაჰყავთ იმისათვის, რომ მოახდინონ დაავადების გავრცელების პრევენცია. ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას, როგორც ინდივიდუალურ საჭიროებებს, ასევე ცალკეული, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების საკითხებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ სერვისებსაც“, -განაცხდა ნინო ლომჯარიამ.

 


close დახურვა