logo
ENG



სახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე

05 ოქტ 202611:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/05/160feyxk07g3y4k.png

სახალხო დამცველის აპარატი პატიმარ გიორგი დავითაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, 3-4 ოქტომბერს რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ.

მათი ინფორმაციით, მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის პროტესტის ფორმა და უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე, სანამ მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.


"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2026 წლის 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე.

დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.

სახალხო დამცველის რწმუნებულები, ასევე იმ პატიმრებს გაესაუბრნენ, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, "გაურკვეველი მცირე საგანი" გადაყლაპა.

მანამდე პატიმარმა დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ მასზე ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში სექსუალურად იძალადეს.


close დახურვა