სახალხო დამცველმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის თაობაზე.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს.
განიხილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალის, ლელოს, ფედერალისტების და გახარიას პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხი.
