logo
ENG



სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

11 ოქტ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგემა უკვე დაასრულეს მუშაობა და 11 თანამშრომლები თვითიზოლაციაშია გადასული. 

როგორც ფორმულას სდსს-ში განუცხადეს, ინფიცირებული აღნიშნული უწყების სამედიცინო დეპარტამენტში მძღოლის პოზიციაზე მუშაობს. მათივე მტკიცებით, მას პრემიერმინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან შეხება არ ჰქონია. 

უწყებაში ამბობენ, რომ ინფიცირების ფაქტი რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. 


close დახურვა