logo
ENG



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავა

23 ივნ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავა. 

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებმა წყვილმა, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, ბავშვის გაყიდვა განიზრახა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. 

ამის შემდეგ აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად  დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა. რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 


close დახურვა