სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირია დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, 1998 წლით დათარიღებული, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტისა და სხვა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უკანონოდ დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთი 3 460 კვ.მ. დღეისთვის მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.