ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლას განცხადებით ეხმიანება. აშშ საქართველოს ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს, რომელიც ქვეყანაში უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას აწესებს.
„უმრავლეს პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად მიღებული ცვლილებები ხელს უწყობს მეტ სტაბილურობას და საპარლამენტო პლურალიზმს საქართველოს ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, რომ საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე გაატაროს და ეს კანონმდებლობა ეფექტურად აღასრულოს.
„საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის არჩევანს. წინა და პოსტ-საარჩევნო პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც უშალოდ არჩევნების დღის“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მის მცდელობებში, რომ გააძლიეროს დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკა და კანონის უზენაესობა. ასევე, მხარს უჭერს მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, რაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთერთი საუკეთესო თავდაცვაა.