გერმანიის ქალაქ კიოლნში ევროპა ლიგის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მილანის ინტერი და სევილია დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის მეხუთე წუთზე რომელუ ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ინტერი დააწინაურა. სევილიელთა მხრიდან ლუკ დე იონგმა დუბლი შეასრულა და ესპანელები წინ გაიყვანა. 36-ე წუთზე დიეგო გოდინმა ანგარიში გაათანაბრა. თამაშის ბედი კი 74-ე წუთზე გადაწყდა ლუკაკუმ ბურთი თავის კარში ჩაჭრა.
საბოლოოდ, სევილიამ ანგარიშით 3-2 გაიმარჯვა და ევროპა ლიგის თასს მეექვსედ დაეუფლა.
