logo
ENG



სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის გაზი თითქმის 8 თეთრით გაძვირდა

27 მაი 202112:48
3 წუთის საკითხავი
 

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის გაზის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი თითქმის 8 თეთრით იზრდება. ეს თემა სემეკმა თბილისი ენერჯის მიმართვის საფუძველზე განიხილა. ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972 თეთრი ეღირება. ახალი ტარიფი 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს. 

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიამ 20 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიიღო, რაც ვალუტის კურსთა სხვაობამ გამოიწვია. მისივე თქმით, ეს ზარალი კომპენსირებული იქნება ტარიფის ნაზრდით. 

"თბილისი ენერჯის არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ბუნებივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას", - თქვა ნარმანიამ.

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო, კომპანიის მხრიდან წარდგენილი ზარალის საფუძველზე. 

"დასრულდა ტარიფის კორექტირების სამუშაოები. აბსოლუტურად საფუძვლიანი მოთხოვნა იყო. 2019 წლიდან დაგროვილი ზარალი ვეღარ უძლებდა ხარჯიანობას, მოსალოდნელი იყო რომ თბილისი ენერჯი სატარიფო კორექტირებისთვის მიმართავდა მარეგულირებელს", - განაცხადა ენერგოომბუდსმნმა ჟურნალისტებთან საუბარში.


close დახურვა