სენაკის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა კაცს მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე დაიღუპა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია.