logo
ENG



სერბეთში მედიაზე ხელისუფლების კონტროლს აპროტესტებენ

06 ნოე 201916:45
3 წუთის საკითხავი
 
udogcqc3gbeoayh.jpg

სერბეთში მედიაზე ხელისუფლების კონტროლს აპროტესტებენ. პრეზიდენტის სატელევიზიო ინტერვიუს წინ, ასობით დემონსტრანტი ბელგრადში სახელმწიფო ტელეარხის შენობასთან შეიკრიბა. მომიტინგეებმა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს, რის გამოც პრეზიდენტი იძულებული გახდა ტელევიზიაში შესასვლელად სათადარიგო კარით ესარგებლა. ოპოზიციის მომხრეების თქმით, ქვეყნის პირველი პირის ყველა ინტერვიუ დადგმულია და ის კრიტიკულ შეკითხვებს არ პასუხობს.

პრესის თავისუფლების რეიტინგში სერბეთმა 14 პოზიციით უკან დაიწია. არსებული ვითარების გამო, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებასაც აპირებს. 

 


close დახურვა