logo
ENG



სერგეენკო: ამ საათებში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება გადაიყვანენ თუ არა

19 ნოე 202102:16
3 წუთის საკითხავი
 
სერგეენკო: ამ საათებში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება გადაიყვანენ თუ არა

ქართული ოცნების დეპუტატმა დავით სერგეენკომ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ თქვა, რომ დამატებითი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ, გადაიყვანენ, თუ ადგილზე ჩაუტარებენ სამედიცინო სერვისებს მიხეილ სააკაშვილს. 

სერგეენკოს თქმით, პირველ რიგში ექიმები ჩამოწერენ გეგმას, რა კვლევებია საჭირო დიაგნოზისთვის.

"თავიდანვე ვიტყვი რომ ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. იყო გარკვეული პრობლემები.

დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია, როდესაც ექიმი სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების ხვალინდელ გეგმას, რა სერვისებია საჭირო ამ ახალი გამოვლენილი პრობლემის დიაგნოსტირებისთვის. 

რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება თუ გახდება საჭირო მისი გადაყვანა, ეს გადაწყდება ამ საათებში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ. 

სამედიცინო სერვისები ადგილზე იქნება, თუ გახდება საჭირო გადაყვანა, კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება გადაიყვანენ თუ ადგილზე ჩაუტარებენ სერვისებს" - თქვა სერგეენკომ.

იგი, ასევე განმარტავს, რომ დაიგეგმა სულ ხუთი კონსულტაცია, რომელთაგან ერთი უკვე დასრულდა. 


close დახურვა