logo
ENG



სერგი კაპანაძე: გერმანული მოდელი არის კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქცეული

03 დეკ 201914:41
3 წუთის საკითხავი
 
t6axz6lx6nezjhl.jpg

ოპოზიცია მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო მოდელს სახალხო დამცველს გადაუგზავნის. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის სერგი კაპანაძის განცხადებით, ახალი კანონპროექტი, ითვალისწინებს გერმანულ მოდელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პოლიტიკური ძალა რომელიც მიიღებს მხარდაჭერას, ამ მხარდაჭერის ადეკვატურად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი.

„ეს არის კანონპროექტი, რომელიც არის სრულიად ქართული კანონმდებლობის და კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქცეული. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გერმანულ პრინციპს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მიიღებს მხარდაჭერას, ამ მხარდაჭერის ადეკვატურად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და მესამე, ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნას. ჩვენ გვაინტერესებს ეუთოს მიაჩნია თუ არა რომ ეს სამი პრინციპი არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ვართ სრულიად დარწუნებულები რომ ამაზე იქნება დადებითი პასუხი,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე.

მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოდირისგან პასუხი დადებითი იქნება, მაშინ ხელისუფლებას არგუმენტი გამოეცლება და იძულებულები იქნებიან, რომ უფრო კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგან.

„ეს არის ძალიან სწორი ნაბიჯი იმისათვის, რომ აღარ მივცეთ საბაბი ამ საუბრისათვის მმართველ გუნდს. იგზავნება ხვალ ეუთოს ოფისში და ამის შემდგომ პასუხს დაველოდებით. თუ პასუხი დადებითი იქნა, მაშინ ეს არგუმენტი ხელისუფლებას გამოეცლება და იძულებულები იქნებიან, რომ უფრო კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 


close დახურვა