logo
ENG



სერგი კაპანაძე: მიხეილ ბატიაშვილი იყო წარუმატებელი, ცუდი მინისტრი

07 ნოე 201917:26
3 წუთის საკითხავი
 
n9c8hi7me6e8cau.jpg

„მიხეილ ბატიაშვილი იყო წარუმატებელი, ცუდი მინისტრი“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე განათლების მინისტრის გადადგომის საკითხს.

როგორც მან საკითხის შეფასებისას განაცხადა, მის სახელს უკავშირდება არჩევნების დროს გაუგონარი ზეწოლა სკოლის მასწავლებლებზე.

„ბატიაშვილი იყო მინისტრი, რომელმაც ვითომ დაიწყო განათლების რეფორმა, რეალურად კი მხოლოდ გამოცდები გაუუქმეს ბავშვებს და ამით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა მომავალი თაობის ცოდნას. მის სახელს უკავშირდება გაუგონარი ზეწოლა არჩევნებზე სკოლის მასწავლებლებზე, მინდა გამოვყო ია კერძაიას საქმე. ის იყო წარუმატებელი, ცუდი მინისტრი, რატომ მოხსნეს, ამას ვერ შევაფასებ,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ია კერძაიას საქმეს ეხება დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეც და აღნიშნავს, რომ მინისტრის მიმართ საზოგადოების პრეტენზიები, სწორედ ამ თემას უკავშირდებოდა.

„პრეტენზიები ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე იყო საზოგადოებიდან მომართული, ბატიაშვილია არ იყო ამაში როგორც მინისტრი გარეული, ეს იყო საარჩევნო კამპანია და ამ საარჩევნო კამპანიის ის პირები და ხელმძღვანელები, ვინც ეს ტაქტიკა აირჩია“, - ამბობს კვაჭანტირაძე

ასევე დეპუტატი ლაშა ნაცვლიშვილი კი თვლის, რომ ეს უკვე პრაქტიკაა, როცა „ქართული ოცნების“ მინისტრები, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიდიან.

„ეს არის ჩვეულებრივი ქართულ ოცნებაში დამკვიდრებული პრაქტიკა, მინისტრები მიდიან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ამბობენ, რომ ისინი მიდიან საკუთარი გადაწყვეტილებით,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა გადადგომის თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა. მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და მოღვაწეობას ისევ განათლების სფეროში გააგრძელებს.

 


close დახურვა