პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის ინფორმაციით, დააკავეს “ევროპული საქართველოს“ წევრები გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა.
როგორც „ფორმულას“ რატიანმა უთხრა, ამ დროისთვის უცნობია თუ სად იმყოფებიან დეპუტატები.
„ფორმულა" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ამ დროისთვის არ აქვთ მომხდარზე ინფორმაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება აქციაზე შეშისა და წალმის მიტანის მცდელობას მოყვა.