logo
ENG



სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი კრემინა დაიკავეს

19 აპრ 202219:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/reuzmeiwo29siep.png

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსმა "ორკებმა" აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი კრემინა დაიკავეს. 

"ქალაქი ორკების კონტროლქვეშაა. ისინი ქალაქში შევიდნენ". - აცხადებს ჰაიდაი

მისივე განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება რუსეთის მიერ თავდაცვითი ხაზების "ყველა მიმართულებიდან მასობრივი, ინტენსიური დაბომბვების პარალელურად"

ჰაიდაის განცხადებით, ქალაქში 350 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი დაახლოებით 70 ათასი დარჩა. 

"ისინი თავისით ან მოხალისეების თუ რელიგიური ორგანიზაციების დახმარებით წავიდნენ. მოსახლეობა დასავლეთ უკრაინაში გადადის". -- ამბობს ჰაიდაი

მისივე განცხადებით, რუსეთის თავდასხმებმა თითქმის სრულად გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. 

"შეუძლებელი იყო წყლის და ელექტროენერგიის მარაგების აღდგენა. ყველაფერი სრულად განადგურებულია". - ამბობს ჰაიდაი


close დახურვა