logo
ENG



სეტყვამ კახეთის სოფლები დააზარალა - განადგურებულია ვენახები

27 აგვ 202110:12
3 წუთის საკითხავი
 

კახეთში ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ყვარელში, გურჯაანსა და თელავში განადგურებულია ვენახები, თხილისა და კაკლის ბაღები. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ზარალი დიდია და წელს შემოსავლის გარეშე დარჩნენ. სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდება, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ, ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.

"დაანგრია ყველაფერი, აღარაფერი არ არის. დაგვეხმარონ, მოგვხედონ, ყველაფერი გაანადგურა, ცარიელი ტოტებიღა დარჩა", - ამბობენ ადგილოვბრივები.


close დახურვა