![7srmtp9a39e08e0.png](/uploads_script3/news/7srmtp9a39e08e0.png)
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უკვე გამოცხადდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
"რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.