logo
ENG



სვანეთში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

20 ივლ 202016:14
3 წუთის საკითხავი
 
75l01mta0f6fxxk.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

უწყების ცნობით, პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი, ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებითაც.

13 წლის მოზარდს უკვე მეორე დღეა ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

 


close დახურვა