![f9kxzx9pir56ebn.jpg](/uploads_script3/news/f9kxzx9pir56ebn.jpg)
სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველთა პირადი შემადგენლობა დღეს 45-დან 80-მდე გაიზარდა. ადგილზე მუშაობს ვერტმფრენი. გარდა ამისა, ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებითაც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.