ომის დამნაშავის, რუსეთის ჯერ კიდევ პრეზიდენტის, პუტინის შიზოფრენიულ იდეას - რუსული სამყაროს შექმნის შესახებ 24 თებერვლიდან დღემდე თითქმის 17 ათასი რუსი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. ზუსტად არავინ იცის უკრაინის მიწაზე ლიკვიდირებულ დამპყრობლებს შორის რამდენია ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქე. პუტინის მიერ მოტყუებული პირტიტველა აფხაზი და ოსი ბიჭები კრემლის სამხედრო მანქანაში საზარბაზნე ხორცად იქცნენ. რაც დრო გავა, მით უფრო მეტ აფხაზ და ოს ახალგაზრდას ჩაასვენებენ სოხუმსა და ცხინვალში, თუ რაღა თქმა უნდა მათი ცხედრები წითელი არმიის ხელმძღვანელობამ უკრაინაში არ მიატოვა, ან სულაც მოძრავ კრემატორიუმში არ დაწვა და გაანადგურა.
სიკვდილი - ხარკი რუსეთს - დროება
27 მარ 202220:09
3 წუთის საკითხავი