logo
ENG



სინოდის წევრი ეკლესიაში დისტანცირებაზე: პატარ-პატარა დარღვევები მოხდა

22 მარ 202014:11
3 წუთის საკითხავი
 

​საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკვირაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში, საეკლესიო წესებით სრული დაცვით ჩატარდა, თუმცა საერო რეკომენდაციებისა და წესების დაცვა ვერ მოხერხდა. ხალხმრავლობის გამო ტაძარში უსაფრთხო დისტანციის დაცვა მრევლმა ვერ შეძლო. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა იქადაგა. მას საგანგებო მდგომარეობაზე არაფერი უთქვამს, მრევლს კი დისტანცირებისა და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. 

კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა ხალხმრავლობის პირობებში ტაძარში ყოფნა, სასულიერო პირების თქმით, ეს დამოკიდებულია მოქალაქეთა პასუხისმგებლობაზე. თუმცა, მათი თქმით, თავად მუდმივად აფრთხილებენ და ცდილობენ დისტანცია ეკლესიაში დაცული იყოს. 

"ხალხი თავად დაიცავს დისტანციას. ჩვენი ხალხი ბრძენია და თავად დაარეგულირებს. პატარ-პატარა დარღვევები მოხდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხი ეკლესიაში იყო მოსული ღმერთთან და ასე მილიმეტრებით შეიძლება ოჯახში ვერ დავიცვათ. საფრთხე არსებობს, მაგრამ ჩვენ გადავლახავთ ყველა განსაცდელს, ჩვენი გზა მიდის ღმერთისკენ. ზოგჯერ გვეტკინება, მაგრამ ეს გზა არ უნდა შევანელოთ", - აღნიშნა სინოდის წევრმა.


close დახურვა