logo
ENG



სირაქლემას პოზიციაში ყოფნა არასწორია - გიორგი ვაშაძე ბიზნესში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

01 მარ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 
u0u1sj9elv5xwzp.jpg

პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში ბიზნეს-სექტორი მძიმე მდგომარეობაშია და არსებობს საფრთხე, რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგოს, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.

ვაშაძის თქმით, სახელმწიფო სირაქლემას პოზიციაში აგრძელებს ყოფნას.

"მაქვს მხოლოდ ერთი კითხვა გახარიასთან - რას აპირებს იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ათობით ათასი ადგილი. აქ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა არასწორია და ქართული ბიზნესის მიტოვება დანაშაულია. ვიცით, რომ ქევყანაში მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილებისაა, მაგრამ რაც გვაქვს, იმასაც თუ დავკარგავთ, ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 


close დახურვა