logo
ENG



სირიის მთავრობამ მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დახმარების გაგზავნა დაუშვა

10 თებ 202323:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/bgda27sui1am10s.jpg

სირიის ხელისუფლებამ მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა დაუშვა. მათივე თქმით, დახმარების გადანაწილებას დააკვირდება წითელი ჯვრის კომიტეტი და სირიის ნახევარ მთავრის ორგანიზაცია გაეროს ზედამხედველობით.

ძლიერმა მიწისძვრამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რაიონები დააზარალა. იმის გამო, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომია და ამ ტერიტორიებზე მეამბოხეები არიან გამაგრებულნი, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გართულებულია.

ამის გამო აღნიშნულ ტერიტორიებზე რჩებიან დახმარების ჯგუფების გარეშე. გაერომ მხოლოდ მცირე დახმარების მიწოდება სირიის ჩრდილო-დასავლეთში თურქეთის მხრიდან ერთადერთი სასაზღვრო გადასასვლელიდან შეძლო. ამავე დროს, თურქეთში აქტიურად ჩადიან სხვადასხვა ქვეყნიდან მაშველები და ორგანიზაციები.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ -ასადი ცოლთან ერთად ალეპოში ჩავიდა და დაზარალებულები მოინახულა. ასადმა ჟურნალისტებთან დასავლეთი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დასავლური ქვეყნები "ყურადღებას არ აქცევენ ადამიანის მდგომარეობას".

დახმარების ვერმიწოდების მიზეზად სახელდება სანქციებიც. თუმცა აშშ-ში აცხადებენ, რომ სანქციები არ ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას და პარასკევს ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა საერთო ლიცენზია 180 დღის ვადით, რომელიც მიწისძვრის შედეგის აღმოფხვრის ყველა ოპერაციას დასაშვებს ხდის, რომელიც სანქციების შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა.


close დახურვა