logo
ENG



სირიის ქალაქ მანბიჯს რუსეთის არმია აკონტროლებს

16 ოქტ 201909:13
3 წუთის საკითხავი
 
qxf82azi0dopcvt.png

სირიის ქალაქ მანბიჯს რუსეთის არმია აკონტროლებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. რუსულმა შენაერთებმა სტრატეგიული ქალაქი გვიან ღამით დაიკავეს. ტერიტორიაზე, სადაც თუrქეთისა და სირიის სამთავრობო ძალები დგანან და რომელსაც ერთი დღით ადრე შეერთებული შტატები აკონტროლებდნენ, ახლა უკვე  რუსული სამხედრო პოლიცია ახდენს პატრულირებას. პარალელურად სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის, რომლის დროსაც ვლადიმირ პუტინმა თურქი კოლეგა მოსკოვში, სირიის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მიიწვია. რუსული  მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიპ ერდოღანი მოსკოვში უახლოეს დღეებში ჩავა. 


close დახურვა