logo
ENG



სირცხვილია და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიას ქმნიან

03 სექ 202113:06
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა სირცხვილია და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიას აფუძნებენ.

მათი განცხადებით, კომისიის მიზანი იქნება საზოგადოების საარჩევნო პროცესში ჩართულობა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

„2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვაერთიანებთ რესურსებს, რათა საარჩევნო პროცესი საზოგადოებისთვის გავხადოთ გამჭვირვალე. ჩვენი მიზანია:

  • წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება;
  • არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროულად გამოქვეყნება;
  • არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში

ორგანიზაციების განცხადებით, შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი - https://cec.org.ge - რომელზეც განთავსდება არჩევნების ოქმები და შედეგები, საარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა გადაღებული თავად მოქალაქეების მიერ.

 


close დახურვა