logo
ENG



სიცხე არ კმარაო, მითხრეს და კლინიკაში არ წამიყვანეს - მოქალაქე, რომლის ოჯახი კოვიდინფიცირებულია

14 აპრ 202013:08
3 წუთის საკითხავი
 

ერთ-ერთი მოქალაქე „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, მას აქვს ეჭვი, რომ კორონავირუსი გადაიტანა. მისი თქმით, მას ჰქონდა სიცხეები, გამოიძახა სასწრაფო, მაგრამ ის ჰოსპიტალში არ გადაიყვანეს.

„საავადმყოფოში არ წამიყვანეს, რადგან მხოლოდ სიცხე არ კმარაო მითხრეს. ამის შემდეგ მამა გახდა ავად - სიცხეები ჰქონდა. მას დაუდასტურდა კორონავირუსი და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. შემდეგ დედა გადავიყვანეთ მუხიანში ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა „მედისონში“ და მასაც დაუდასტურდა ვირუსი. ახლა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია. გარდა ამისა, დაინფიცირებული არიან ჩემი 9 წლის შვილი და პატარა შვილიშვილი. დაინფიცირებული არაა ჩემი 24 წლის გოგო“, - აცხადებს ქალი "ფორმულასთან" საუბრისას.

მისი თქმით, ის განმეორებით ჩაიტარებს ანალიზს, რადგან ფიქრობს, რომ მისგან გადაედოთ ოჯახის დანარჩენ წევრებს ვირუსი. 

„25 მარტს დამეწყო სიცხეები, ჯერ შიდა გადაცემა არ იყო დაწყებული და არც ფულით გადაცემა. მე თუ არ დამიდასტურდა, ვფიქრობ, ბავშვს მაღაზიაში რმ ვაგზავნიდი ლიფტის ღილაკებს რომ კიდებდა ხელს, შეიძლება მაქედან გადაედო. მეორე ვერსიაც მაქვს, რომ მაღაზიაში ვიყავი-ხოლმე და შეიძლება საბითუმოებიდან გადამედო“, - აცხადებს ქალი "ფორმულასთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა