logo
ENG



სკოლას მაჩხაანში, რომელიც ისტორიული კომპლექსის ნაწილი იყო, ანგრევენ

07 ოქტ 201920:46
3 წუთის საკითხავი
 
09a3o9cc5xxu5di.jpg

მაჩხაანის უძველესი სკოლა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ინგრევა. შენობა ისტორიული კომპლექსის ნაწილი იყო და მკვლევრების დასკვნებით, სოფელს ურბანულ იერსახეს უნარჩუნებდა.

მკვლევრების პოზიციას არ იზიარებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ქალაქის მერმა შეხვედრაზე უარი თქვა. სატელეფონო საუბარში გიორგი გოგილაშვილმა განაცხადა, რომ შენობა მე-19 საუკუნეს არ განეკუთვნება და არც კულტურული ღირებულება გააჩნია. 

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ძველი შენობების ნგრევის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიის წაშლას, არამედ საქართველოში ტურიზმის განვითარებასაც.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული ვადა, როდის აშენდება სკოლა ქვემო მაჩხაანის 49 მოსწავლისათვის. ისტორიული შენობის საბოლოოდ დანგრევამდე კი, რამდენიმე დღეა დარჩენილი.

ავტორი:თამარ გრძელიძე.


close დახურვა