სომხეთში მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო თანხმობა", საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ნიკოლ ფაშინიანი წარადგინა.
პრემიერ-მინისტრად წარდგენის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ შიდა კენჭისყრის ორი ტური ჩაატარა და შედეგები საბოლოოდ დადასტურდა.
ფაშინიანის თქმით, კენჭისყრის შედეგებზე საჩივარი არ შეტანილა.
"მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანაპარტიელს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადეს ნდობა და მომანიჭეს პატივი, ვუხელმძღვანელო "სამოქალაქო კონტრაქტის" პარტიის საარჩევნო სიას და ვიყო მისი პრემიერმინისტრობის კანდიდატი.
მადლობას ვუხდი "სამოქალაქო კონტრაქტის" საბჭოს პარტიის პოლიტიკური ტრადიციებისადმი ერთგულებისთვისა და სომხეთის რესპუბლიკაში ახალი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრებისთვის", - თქვა ფაშინიანმა.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისსაა დაგეგმილი.
რჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ერევანმა დახმარებისთვის მიმართა ევროკავშირს, არჩევნებში უცხოური ჩარევისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
2025 წლის 2 დეკემბერს ბრიუსელმა გადაწყვიტა, ერევანს 12 მილიონი ევროს მხარდაჭერა გამოუყოს ამ მიზნით;
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სომხეთის მიმართვა შეადარა მოლდოვის შემთხვევას. 2025 წლის 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოლდოვა საუბრობდა რუსეთის მასშტაბურ ჩარევაზე, რასაც ქვეყნის პრორუსულმა ოპოზიციამ უსაფუძვლო, ხოლო რუსეთმა "ანტირუსული ისტერია" უწოდა.
