logo
ENG



სომხეთმა კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

16 მარ 202015:49
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის გამო, სომხეთმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღო. 

ფაშიანის ბრძანებით სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 1 თვის განმავლობაში იქნება გამოცხადებული და სპეციალური რეჟიმი 16 აპრილამდე იმოქმედებს. 

შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება. 


close დახურვა