logo
ENG



სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

01 მარ 202022:00
3 წუთის საკითხავი
 
4nt1lx004zr31sk.png

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი ბიურო ავრცელებს.

ვირუსი 29 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში მეუღლესთან ერთად ირანიდან  დაბრუნდა.

ვირუსის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა დაადასტურეს.

ფაშინიანის თქმით, მამაკაცი სომხეთის მოქალაქეა და ის ქვეყანაში 28 თებერვალს, თეირანიდან ჩაფრინდა, მოგვიანებით კი, საავადმყოფოს თავადვე მიმართა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პირი, რომელსაც დაინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში მოთავსდება.

 


close დახურვა