თელავის სოფელი კონდოლი სტიქიამ დააზარალა. 100-ზე მეტი ოჯახი დახმარებას ელის.
ასწლოვანი ხეების წაქცევის შედეგად დაზიანებულია სახლების სახურავები, განადგურებულია ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ღია ცის ქვეშაა დარჩენილი მოსახლეობა, რომელსაც ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალიც არ მიეწოდება.