logo
ENG



სოფელ განთიადიდან ორი ბავშვი გაიტაცეს

06 ოქტ 201913:47
3 წუთის საკითხავი
 
mksvw5viv2728su.jpg

რამდენიმე დღის წინ სოფელ განთიადიდან ორი ბავშვი გაიტაცეს - ინფორმაცია ამის შესახებ „TV 25“-მა ერთ-ერთ პედაგოგზე დაყრდნობით გაავრცელა. მასწავლებელის თქმით, 14 წლის გოგო და 10 წლის ბიჭი სკოლაში მიდიოდნენ, როდესაც ისინი სოფლის გზაზე უცნობმა პირებმა შეაჩერეს და საგანმანათლებლო დაწესებულებამდე მანქანით მიყვანა შესთავაზეს. პედაგოგის მტკიცებით, ბავშვები მანქანაში მოტყუებით ჩაისვეს, თუმცა, მოგვიანებით მათ ისარგებლეს იმით, რომ ავტომობილი ცოტა ხნით გაჩერდა, რა დროსაც მანქანიდან გადმოხტნენ და გაიქცნენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 


close დახურვა