logo
ENG



სოფელ ვაქირში რუსული პროპაგანდის საშიშროების შესახებ შეხვედრა ჩაიშალა

16 ოქტ 201920:40
3 წუთის საკითხავი
 
e0ogjvk14kl0ftr.png

ევროინტეგრაციის უპირატესობებსა და რუსული პროპაგანდის საშიშროების შესახებ სასაუბროდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში 14 ოქტომბერს შეხვედრა ჩაიშალა. ახალგაზრდული ცენტრის კარი გიორგი უშიკიშვილის, ზვიად ქორიძის, ეკა გიგაურის, ბაია დვალიშვილის, გოგა ჩანადირის, დათო ლიკლიკაძისა და „ჩემი ცოლის დაქალების გუნდისათვის" დახურული აღმოჩნდა. მათ შეხვედრის ჩატარება ღია ცის ქვეშ მოუწიათ.

„ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა არის ევროპაში და ამაზე სასაუბროდ ჩამოვედით ქიზიყში. წნორში ვისაუბრეთ დ გვინდოდა გვესაუბრა ვაქირელ ახალგაზრდებთანაც," - ამბობს შეხვედრის მონაწილე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი. 

ევროპულ არჩევანზე სასაუბროდ კახეთში ჩასულ სამოქალაქო სექტორს ვაქირის ახალგაზრდული ცენტრის კარი დაუხურეს. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთი კვირით ადრე იცოდა, სოფლის მაჟორიტარმა ადმინისტრაციული შენობის კარი ვერავის გაახსნევინა. 

როგორც ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კომუნიკაციის პრობლემის გამო მათ არ იცოდნენ შეხვედრის ჩატარების ზუსტი დრო, ამავდროულად, 14 ოქტომბერი დასვენების დღე იყო და მათ დასვენება უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, ამიტომ ვერ მოახერხეს კარის გაღება.  

 

 


close დახურვა