logo
ENG



სოფელ იყალთოში პოლიციელს სცემეს

18 აპრ 202215:15
3 წუთის საკითხავი
 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში პოლიციელს სცემეს. გიორგი დედაბრიშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. 

ფორმულას ინფორმაციით, დაპირისპირებაში დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ლაჩაშვილიც მონაწილეობდა. ნაცემი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე 4 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.


close დახურვა