logo
ENG



სოფელ მატანში 10 წლის გოგოს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 სექ 202017:31
3 წუთის საკითხავი
clock 352
სოფელ მატანში 10 წლის გოგოს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. როგორც "ფორმულას" დაავადებათა კონტროლის კახეთის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, კორონავირუსი 10 წლის გოგოს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე განცხადებით, 12-ვე შემთხვევა ერთ კლასტერს უკავშირდება. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 392 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.


close დახურვა