კახეთში, სოფელ ქვემო ბოდბეში, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღეს.
დაშავებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკის რეანიმაციაშია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ქვემო ბოდბეში სოფელ მირზაანის გამგებლის აკაკი თარაშვილის შვილი, 31 წლის კობა თარაშვილი დაჭრეს.