ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა. ის გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ლიანდაგზე გადასვლის დროს ქალმა მატარებლის სიგნალი ვერ გაიგო.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.