სოფელ ოთარშენში, ხიდის ქვეშ სამხედროს ცხედარი იპოვეს.
როგორც ფორმულას თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, კაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ხოლო კაცის ცხედარი გორის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
ფორმულა დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.