logo
ENG



სოფელ ოლოზთან 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

12 ნოე 201910:44
3 წუთის საკითხავი
 
nttddrdhh7r1gct.jpg

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოლოზთან 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. სააგენტო inforustavi-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ტყეში სანადიროდ იყო წასული, შემთხვევა სავარაუდოდ სწორედ ნადირობის დროს მოხდა. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც "ფორმულას" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვთმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება, რის შემდეგაც საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.


close დახურვა