logo
ENG



სოფელ შამგონაში ქალმა თავი მოიკლა, დაკავებულია მისი ქმარი

29 დეკ 201916:22
3 წუთის საკითხავი
 
wtt8yak0esnw1wo.jpg

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავებულის 30 წლის ცოლმა სოფელ შამგონაში თავი მოიკლა. გარდაცვლილის მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს ზურგის არეში ძალადობის კვალი აღენიშნება. მისი თქმით, სიძეს ჰყავდა მეგობარი გოგო, რომლისგანაც შვილი გაუჩნდა. მისივე თქმით,  ოჯახში კონფლიქტის მიზეზიც სწორედ ეს იყო.


close დახურვა