logo
ENG



სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო

05 ნოე 201917:47
3 წუთის საკითხავი
 
a9wxvoz2qfw4hdk.png

სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არასდროს ჰქონია. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ საზოგადოებას ამ თემაზე სპეკულაციების დასრულებისკენ მოუწოდა. 

„ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რომ დავასრულოთ ამ საკითხზე საუბარი. კომენტარის გაკეთების ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ერთი უღირსი ადამიანის მიერ გავრცელდა სიცრუე და ამას რომ არ მოჰყოლოდა სპეკულაციები, გავაკეთე ის კომენტარი, რომელიც გავაკეთე,“ - განაცხადა სოფო კილაძემ. 

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ეს შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ მსხვერპლიც და მოძალადეც შეიძლება იყოს ყველა და ყველგან.

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოძალადე შეიძლება იყოს ყველა და მსხვერპლიც შეიძლება იყოს ყველა. მიუხედავად სოციალური მდგომარეობის, სტატუსის და თანამდებობის“ - ამბობს სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

 


close დახურვა