logo
ENG



სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკოდანაშაულზე დაკავებულის ახლობლები პოლიციას დაუპირისპირდნენ

09 თებ 202113:54
3 წუთის საკითხავი
 

ფონიჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს.

აღნიშნულს ხმაური მოჰყვა. სამართალდამცველებს დაკავებულის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. ისინი ამბობენ, რომ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება "ჩაუდეს". დაპირისპირებისას პოლიციამ ბრალდებულის დაც დააკავა. 

ფორმულა მომხდარის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.


close დახურვა