logo
ENG



სროლა ახალქალაქში - ერთ ადამიანს მოტეხილობები აღენიშნება

15 ივნ 202022:32
3 წუთის საკითხავი
 
eb87cblava788go.jpg

ახალქალაქში სროლა - „ფორმულას“ ინფორმაციით, ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კამათს ჩხუბი მოჰყვა. ადგილობრივების ცნობით, დაპირისპირება პარკირების გამო დაიწყო.

როგორც ადგილობრივები „ფორმულას“ უყვებიან, ჩხუბში ენზელ მკოიანის მომხრეებიც მონაწილეობდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

ჩვენი ინფორმაციით, ერთი ადამიანი კლინიკაშია მოტეხილობებით გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით ატარებს.


close დახურვა