logo
ENG



სროლა გორში - დაჭრილია ერთი ადამიანი

16 მარ 202117:23
3 წუთის საკითხავი
 

გორში, ვერხვების დასახლებაში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ერთი ადამიანი. ის კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს და მას ოპერაცია უტარდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, გასროლამდე ხმაურისა და ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.

"ვიღაცას ესროლეს და მერე სასწრაფო მოვიდა. პიროვნება იწვა და წაიყვანეს სასწრაფოთი, ცოცხალი იყო. ხმაური არაფერი გამიგია. პოლიცია რომ მოვიდა, ხალხმრავლობა წარმოიქმნა", - აცხადებს ადგილობრივი.

ფორმულა შსს-ის დაუდასტურდა. თუმცა, უწყება ჯერჯერობით მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.


close დახურვა