logo
ENG



სროლა თეთრ სახლთან - დონალდ ტრამპი ბრიფინგიდან დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს

11 აგვ 202002:37
3 წუთის საკითხავი
clock 1367

თეთრი სახლის გარეთ გაისროლეს, რის გამოც ბრიფინგის გახსნისას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

პრესკონკფერენციის ოთახი რამდენიმე წუთით ჩაკეტილი იყო, მოგვიანებით ტრამპი დარბაზში დაბრუნდა და განაცხადა, რომ თეთრი სახლის გარეთ გასროლა ნამდვილად მოხდა. მისივე თქმით, ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანეს.

„თეთრი სახლის გარეთ გასროლა მოხდა. ახლა ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. სროლა ნამდვილად იყო, ვიღაც კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ერთ პირს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ესროლეს“, - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე დაბრუნების შემდეგ.


close დახურვა