თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე სროლის შედეგად 2 ადამიანი დაჭრეს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ: 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც 2-იდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 124-ე - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.