logo
ENG



სროლა წყნეთის გზაზე - გავრცელებული ინფორმაციით ლერი სულაბერიძის მანქანას ესროლეს

28 ივლ 202021:03
3 წუთის საკითხავი
 
ekxco6gxyup8fsq.jpg

წყნეთის გზაზე, კაკლებთან სროლა იყო - გავრცელებული ინფორმაციით, ლერი სულაბერიძის მანქანას ესროლეს.

ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე  და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 


close დახურვა