რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ლუჰანსკის ე.წ. გათავისუფლების ოპერაცია დასასრულს უახლოვდება, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. ბრიტანული და ამერიკული დაზვერვის ცნობებით, რუსებს ძალები არ ჰყოფნით.
ხმელეთზე წარუმატებლობის ფონზე რუსეთის ავიაცია უკრაინის ქალაქებს ბომბავს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. იერიში დღეს რამდენიმე დასახლებაზე მიიტანეს. ყველაზე მძიმე ვითარება სევეროდონეცკში შეიქმნა.