logo
ENG



სტენსილი, რომელიც ანონიმმა მხატვარმა შეასრულა - რა ვიცით ვირთხებიან ნახატზე

17 აპრ 202010:18
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდ 19-ის თემატიკისადმი მიძღვნილი ნახატი ბენქსისგან - ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო ინგლისელმა ანონიმმა მხატვარმა ნამუშევარი საკუთარ „ინსტაგრამ" გვერდზე გამოაქვეყნა. ანოტაციაში კი დაწერა, რომ მის ცოლს სძულს, როდესაც ის სახლიდან მუშაობს.

სტენსილი, რომელიც არტისტმა საკუთარ აბაზანაში შეასრულა, ჩანს თუ როგორ დარბიან შეშლილი ვირთხები ტუალეტისა და ხელსაბანის ირგვლივ. ანონიმი არტისტის ნამუშავრები ძირითადად ინგლისში, ქალაქ ბრისტოლისა და ბირმინგემის საჯარო სივრცეებში გვხვდება.

ბენქსის ნამუშევრები ღირებულება ხშირ შემთხვევაში რეკორდულ ფასს აღწევს. შიმპანზე, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ზის, აუქციონზე ოქტომბერში 12 მილიონ დოლარად გაიყიდა.


close დახურვა